კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება:
ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ამუშავებს Qwage პერსონალურ მონაცემებს Qwage-ის მობილურ აპლიკაციაში, საიტზე qwage.ge და კომპანიების ადმინისტრირების პანელში.
1. ვინ ვართ
Qwage სერვისია, რომლითაც თანამშრომელს შეუძლია უკვე გამომუშავებული ხელფასის ნაწილი ხელფასის დღემდე მიიღოს. სერვისი Qwage-ის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვისაა — სრულწლოვანი ადამიანებისთვის.
მონაცემთა დამმუშავებელი: შპს Qwage (Qwage LLC), საიდენტიფიკაციო კოდი 405883281; იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაკის რაიონი, ავტო ვარაზის ქ. N107, კორპუსი N3, სართული 4, ბინა N21; ოფისი: თბილისი, სააკაძის დაღმართი N6; ელ. ფოსტა hello@qwage.ge.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ
თქვენი დამსაქმებლისგან: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელ. ფოსტა, თანამდებობა, ხელფასი და მუშაობის დაწყების თარიღი.
თქვენგან: მობილური და ელ. ფოსტა შესვლისთვის, საბანკო ანგარიშები (IBAN), გატანის მოთხოვნები და მათი ისტორია, აპლიკაციის პასკოდი (მხოლოდ დაშიფრული ჰეშის სახით), შეტყობინებებისა და ყულაბის პარამეტრები.
მოწყობილობიდან: პუშ-შეტყობინებების ტოკენი და მოწყობილობის სახელი. Face ID და თითის ანაბეჭდი თქვენს მოწყობილობაზე რჩება — Qwage მათ ვერ ხედავს.
საიტიდან: ფორმაში შეყვანილი მონაცემები (სახელი, კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი, ელ. ფოსტა, ტელეფონი).
„მოიწვიე დამსაქმებელი“ ფორმიდან: თქვენი სახელი, გვარი და მობილურის ნომერი, რომელსაც SMS კოდით ადასტურებთ; მოწვეული კომპანიის დასახელება, ადრესატის როლი (მფლობელი, დირექტორი, HR ან სხვა) და მისი ელ. ფოსტა. სპამისგან დასაცავად ფორმა არაუმეტეს 24 საათით ინახავს, რამდენი მოთხოვნა მოვიდა ერთი IP მისამართიდან.
აპლიკაცია არ აგროვებს მდებარეობას, კონტაქტებს და ფოტოებს, არ აჩვენებს რეკლამას და არ შეიცავს ანალიტიკის ან სარეკლამო ინსტრუმენტებს.
3. რისთვის
ვინაობის დასადასტურებლად მოწვევისა და შესვლისას; ხელმისაწვდომი, უკვე გამომუშავებული თანხის გამოსათვლელად; თანხის თქვენს ანგარიშზე გადასარიცხად და დამსაქმებელთან ანგარიშსწორებისთვის; ოპერაციების შესახებ შეტყობინებებისთვის; უსაფრთხოებისა და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად; კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად; საიტიდან მოსულ წერილებზე პასუხისთვის.
საფუძველი: თქვენთან და თქვენს დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულება, კანონისმიერი ვალდებულება და Qwage-ის კანონიერი ინტერესი — სერვისის უსაფრთხოება.
„მოიწვიე დამსაქმებელი“ ფორმის მონაცემებით ვადასტურებთ, რომ მოწვევას რეალური ადამიანი აგზავნის, და თქვენი თხოვნით კომპანიას ერთხელ ვუგზავნით წერილს Qwage-ის შესახებ. საფუძველი: თქვენი თანხმობა, რომელსაც ფორმის გაგზავნისას აცხადებთ; ადრესატის ელ. ფოსტის შემთხვევაში — Qwage-ის კანონიერი ინტერესი, უპასუხოს თანამშრომლის თხოვნას.
4. ვის ვუზიარებთ
თქვენს დამსაქმებელს — თქვენ მიერ გატანილ თანხებს, რათა ხელფასიდან გამოიქვითოს.
ბანკებს (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი) — გადარიცხვისა და ანგარიშის მფლობელის შესამოწმებლად.
მოწვეულ კომპანიას — „მოიწვიე დამსაქმებელი“ ფორმით გაგზავნილ მოწვევის წერილში ჩანს მომწვევის სახელი და გვარი; მის მობილურის ნომერს კომპანიას არ ვუზიარებთ.
მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენი მითითებით მუშაობენ: Amazon Web Services (სერვერები ევროკავშირში, ფრანკფურტი), SMS-ისა და ელ. ფოსტის მიწოდების სერვისები, Google Firebase და Expo (პუშ-შეტყობინებები).
სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ მაშინ, როცა ამას კანონი მოითხოვს.
მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
5. შენახვა და დაცვა
მონაცემები გადაიცემა დაშიფრული არხით (TLS); პირადი ნომერი ბაზაშიც დაშიფრულად ინახება. მონაცემებზე წვდომა როლებით არის შეზღუდული და ყოველი მოქმედება აღირიცხება.
მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლის შემდეგ პერსონალური მონაცემები იშლება; გატანებისა და ანგარიშსწორების ჩანაწერებს ვინახავთ იმ ვადით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა (საგადასახადო, ბუღალტრული და ფულის გათეთრების პრევენციის წესები) მოითხოვს.
„მოიწვიე დამსაქმებელი“ ფორმის მონაცემებს ვინახავთ, სანამ მოწვეულ კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ან სანამ მათ წაშლას არ მოითხოვთ.
6. თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა და გამოიხმოთ თანხმობა — მოგვწერეთ hello@qwage.ge-ზე. საჩივრის შეტანა შეგიძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (pdps.ge).
თუ თქვენი ელ. ფოსტა მოწვევაში სხვამ მიუთითა, მისი წაშლა შეგიძლიათ იმავე მისამართზე მოითხოვოთ — hello@qwage.ge.
7. ანგარიშის წაშლა
აპლიკაციაში: პროფილი → ანგარიშის წაშლა. ან შეავსეთ ფორმა საიტზე. ანგარიშს 30 დღის განმავლობაში ვშლით.
ანგარიშის წაშლის ფორმა8. ცვლილებები
პოლიტიკის ცვლილებისას ეს გვერდი და თარიღი განახლდება; არსებით ცვლილებებზე აპლიკაციაში შეგატყობინებთ.
9. საკონტაქტო
hello@qwage.ge, თბილისი, სააკაძის დაღმართი N6