Qwage

ხელფასი მაშინ, როცა საჭიროა

მიეცით თანამშრომლებს შესაძლებლობა, ხელფასის დღემდე მიიღონ უკვე გამომუშავებული თანხის ნაწილი — მარტივად და თქვენ მიერ განსაზღვრული პირობებით.

  • უკვე გამომუშავებული
  • სესხი არ არის
  • პირდაპირ ანგარიშზე

თანამედროვე ბენეფიტი თანამშრომლებისთვის. მარტივი მართვა კომპანიისთვის.

როგორ მუშაობს?

  1. 1

    ინტეგრაცია

    Qwage-ისთან ინტეგრაციის შემდეგ სისტემა ავტომატურად აღრიცხავს თქვენი თანამშრომლების გამომუშავებულ და ხელმისაწვდომ ხელფასებს.

  2. 2

    ლიმიტები

    თქვენ ადგენთ, რა პირობებით და რა ლიმიტის ფარგლებში შეეძლებათ თანამშრომლებს გამომუშავებული ხელფასის მიღება.

  3. 3

    მოთხოვნა

    აპლიკაციაში თანამშრომელი ხედავს ხელმისაწვდომ თანხას და თავად წყვეტს, როდის და რამდენის მიღება სურს.

  4. 4

    დადასტურება

    გადახდას კომპანია ადასტურებს და თანხა პირდაპირ თქვენი საბანკო ანგარიშიდან თანამშრომლის ანგარიშზე ხელფასის დანიშნულებით ირიცხება.

თქვენ განსაზღვრავთ პირობებს

Qwage ამარტივებს პროცესს.

უპირატესობები თქვენი კომპანიისთვის

მოიზიდავთ მეტ კანდიდატს

გააძლიერებთ ბენეფიტების პაკეტს თანამედროვე სერვისით, რომელიც თქვენს კომპანიას შრომის ბაზარზე გამოარჩევს.

შეინარჩუნებთ თანამშრომლებს

შესთავაზებთ მათ მეტ მოქნილობას საკუთარი გამომუშავებული თანხის მართვაში და დამატებით ღირებულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეამცირებთ ავანსის მოთხოვნებს

თანამშრომელი თანხის მოთხოვნას თავად მართავს Qwage-ის აპლიკაციიდან, თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების ფარგლებში.

ხელს შეუწყობთ ფინანსური სტრესის შემცირებას

თანამშრომელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს უკვე გამომუშავებული თანხა ხელფასის დღის ლოდინის გარეშე.

შეინარჩუნებთ სრულ კონტროლს

თავად განსაზღვრავთ პირობებსა და ლიმიტებს და ადმინ-პანელიდან მართავთ პროცესს.

მარტივი თანამშრომლისთვის. მარტივი კომპანიისთვის.

Qwage ამარტივებს პროცესს როგორც თანამშრომლისთვის, ისე HR-ისა და ბუღალტერიისთვის.

ავტომატური გამოთვლა

თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი თანხა ავტომატურად გამოითვლება.

მარტივი მოთხოვნა

თანამშრომელი თანხას თავად ითხოვს Qwage-ის აპლიკაციიდან.

ყველაფერი ერთ სივრცეში

თანამშრომლები, ლიმიტები, მოთხოვნები და განხორციელებული ოპერაციები ერთ ადმინ-პანელშია.

მარტივი ანგარიშსწორება

განხორციელებული ოპერაციები ავტომატურად აღირიცხება, ხოლო საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია საბოლოო სახელფასო ანგარიშსწორებისთვის.

თქვენი თანხა რჩება თქვენს კონტროლში

  • თანხა რჩება კომპანიის საბანკო ანგარიშზე, სანამ გადახდას თავად არ დაადასტურებთ.

  • დადასტურების შემდეგ თანხა პირდაპირ თანამშრომლის საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

  • თქვენ განსაზღვრავთ პირობებს, ლიმიტებსა და თითოეულ გადახდას.

რას ამბობენ ჩვენი პარტნიორები

„Qwage თანამშრომლებისთვის ძალიან პრაქტიკული სერვისია. კარგია, როცა ადამიანს შეუძლია უკვე გამომუშავებული ხელფასის ნაწილი საჭირო დროს მიიღოს და თვის ბოლოს არ დაელოდოს. კომპანიისთვისაც მარტივი და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა.“
მალხაზ ტერმაკოზაშვილი — Mars Universe
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს კარგი სამუშაო პირობები შევუქმნათ. Qwage ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. თანამშრომელს მეტი თავისუფლება აქვს საკუთარი ფინანსების მართვაში, კომპანიას კი შეუძლია ეს ყველაფერი მარტივად აკონტროლოს.“
გიორგი იმერლიშვილი — TerraPrime
„Qwage მომწონს თავისი სიმარტივით. თანამშრომელი თავად წყვეტს, როდის სჭირდება გამომუშავებული თანხის მიღება, ზედმეტი პროცედურების გარეშე. ვფიქრობ, ასეთი სერვისი თანამედროვე კომპანიებისთვის ნამდვილად სასარგებლოა.“
გრიგოლ ყველაიძე — Ostati.ai

ხშირად დასმული კითხვები

სერვისი, რომლითაც თანამშრომლები უკვე გამომუშავებულ თანხას თვის ნებისმიერ დღეს იღებენ — თქვენი პირობებით.

არა. თანამშრომელი იღებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც უკვე გამოიმუშავა.

თქვენ — კომპანია წყვეტს, გამომუშავებული ხელფასის რა ნაწილი იყოს ხელმისაწვდომი.

თანხა პირდაპირ თანამშრომლის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.

ხელფასი შეიძლება უფრო მოქნილი იყოს

შესთავაზეთ თანამშრომლებს უკვე გამომუშავებული თანხა მაშინ, როცა სჭირდებათ.

გახდი პარტნიორი